„ქართული კინოს ფენომენი“ საბჭოთა პერიოდში დამკვიდრებული და გავრცელებული ფრაზაა. როგორ შეიქმნა ქართული კინო, ვინ იყვნენ ის ავტორები რომელთა ფილმებითაც ქართული კინოს ისტორია დაიწერა.
კინომუსიკა
კლასიკა კინოში
შექსპირის ეკრანიზაციები
ძნელია მსოფლიო კულტურის ისტორიაში მოძებნო ისეთი ავტორი, რომლის შემოქმედებაც ასეთი შთაგონების წყარო ყოფილიყო კინემატოგრაფისთვის, რეჟისორთა და მსახიობთა თაობებისთვის. ის რომ ასეთ ავტორთა რიგს მიეკუთვნებოდა შექსპირი თეატრში ეჭვს არ იწვევს, მაგრამ შექსპირმა მსოფლიო კინოც დაიპყრო.
სტუდენტები გაეცნობიან 1950-60-იანი წლების სუბკულტურული მოძრაობის - ბიტთაობის, იგივე ბიტნიკების წარმოშობის მოკლე ისტორიას, მათ მამოძრავებელ ძალას, მათი მოძრაობის ძირითად პრინციპებს, მიზნებს, მთავარ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, მათ გავლენას შემდგომ ლიტერატურულ თაობებზე.
კინოგანათლების ინსტიტუტი კულტურის და განათლების ფონდის და ეროვნული სასახლის ერთობლივი, არაკომერციული პროექტია, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.