Dark
Auto
Light
Dark
Auto
Light
კინოხელოვნება, როგორც განათლების მიღების საშუალება დიდი ხანია გამოიყენება ევროპის ყველა წამყვან ქვეყანასა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში. საზოგადოებრივ პრობლემებზე აგებული ფილმები რომელთა ჩვენებასაც აუცილებლად მოსდევს დისკუსია, ახალგაზრდებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს და იძლევა იმის საშუალებას, რომ მოვახდინოთ სამიზნე აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება და მოვახდინოთ საზოგადოების ტრანსფორმაცია გარკვეული მიმართულებით, აგრეთვე დემოკრატიული ღირებულებების გაცნობა და ახალგაზრდების აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბება.
კინოგანათლების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ფილმების ჩვენება-დისკუსიაა. კინო, როგორც არაფორმალური განათლების მძლავრი მექანიზმი, ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო სივრცეებში თანაბარი წარმატებით ინტეგრირდება. კინოკლუბი უნივერსალური სივრცეა სადაც არა მხოლოდ კინოჩვენებების მოწყობა და ფილმების შემდგომი დისკუსია იმართება, არამედ სკოლის, თუ ახალგაზრდული ცენტრისთვის არაფორმალური განათლების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს წარმოადგენს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ფილმის ჩვენებას კინოთეატრში შესაძლოა 100 ადამიანზე მეტი დაესწროს, მაგრამ ამ შემთხვევაში ტიტრების დასრულებასთან ერთად აუდიტორია ფილმთან კონტაქტს წყვეტს. კინოკლუბის შემთვევაში ფილმის დასრულების შემდეგ ახალი აქტივობა იწყება, შესაბამისად მოდერაციის და ხარისხიანი დისკუსიის წარმართვისათვის რეკომენდირებულია მაქსიმუმ 30, მინიმუმ 10 ადამიანის დასწრება კინოკლუბებში.
ფილმის ჩვენება-დისკუსიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათსა და 15 წუთს. თუმცა, დასაწყისშივე უნდა მოხდეს ფილმის მეტრაჟის იდენტიფიცირება. ახალგაზრდებთან საჩვენებელი ფილმების შემთვევაში ფილმის ოპტიმალური ხანგრძლივობა 90 ან 100 წუთია. 2 საათის და მეტი ხანგრძლივობის მქონე ფილმები პრაქტიკაში უმეტეს შემთხვევაში გარკვეულ რისკ-ფაქტორებს შეიცავს. ამიტომ, საკლუბო მუშაობის დროს აღნიშნული 2 საათი და 15 წუთი ასე დაიყოფა:
ევროპის არაერთი ქვეყნის გამოცდილებამ აჩვენა, რომ კინოკლუბების მუშაობისას შეხვედრების ინტენსივობა შეადგენს კვირაში ერთ შეხვედრას. თუმცა, პირველ ეტაპზე ინტენსიური შეხვედრები შესაძლოა შემდგომში შეიცვალოს ორ კვირაში ან თვეში ერთხელ შეხვედრის ინტენსივობით. საწყის ეტაპზე 6 თვის განმავლობაში ყოველკვირეული, შეხვედრა საფუძველს შექმნის აუდიტორიის განვითარების, შენარჩუნების და გაზრდისთვის.
სასურველია კინოკლუბისთვის განკუთვნილი სივრცე წარმოადგენდეს ახალგაზრდულ ცენტრში ან სკოლაში არსებულ სივრცეს, ოთახს, რომელიც მხოლოდ კინოჩვენებებს დაეთმობა და იქ სხვა ტიპის აქტივობები არ ჩატარდება. კლუბის წევრებმა შესაძლოა სივრცე კინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა დეტალით დატვირთონ: ფილმის პლაკატები, კინო ლიტერატურა.
ძირითად შემთხვევებში, ქართულ რეალობაში საკლუბო კინოჩვენებები არ ტარდება კინოთეატრში, შესაბამისად კონკრეტული სივრცე ჩვენ უნდა ვაქციოთ „კინოთეატრად“. ნივთები, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს შემდეგია: მუქი ფარდები დაბნელებისთვის, პროექტორი, ლეპტოპი და ეკრანი (ეკრანის არ არსებობის შემთვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას თეთრი კედელი, თუმცა ეს ჩვენების ხარისხზე მკვეთრად აისახება, ისევე როგორც დაბალი რეზოლუციის მქონე პროექტორი) სკამების ნაცვლად, შესაძლოა სხვა ალტერნატივების განხილვაც: რბილი ბურთები, ხალიჩა, რბილი ავეჯი და სხვ.
საწინააღმდეგო აზრის გამოთქმა უნდა ხდებოდეს კორექტულად და რაც მთავარია არგუმენტირებულად. ამით ახალგაზრდები ეჩვევიან სხვისი აზრის პატივისცემას და მეტად გახსნილები ხდებიან დისკუსიის დროს.
სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ფილმების შერჩევას ძალიან დიდი ცოდნა და სიფრთხილე სჭირდება. ქვემოთ წარმოდგენილი ფილმები არაერთი პროექტის პრაქტიკის ფაზაში წარმატებით განხორციელდა. საკლუბო მუშაობის და არაფორმალური განათლების პრინციპებიდან გამომდინარე ხშირ შემთვევაში რეკომენდირებულია ფილმები გარკვეულ თემატიკად დავყოთ, ეს ყოველივე ჩვენებების ციკლურობას შეუწყობს ხელს, ამას გარდა დისკუსიის დროს იდენტური თემატიკის ფილმების განხილვისას გარკვეული იდეური და ვიზუალური პარალელების გაანალიზებას და ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
400 დარტყმა
რეჟისორი: ფრანსუა ტრიუფო; გამოშვების წელი: 1959; ხანგრძლივობა: 1 საათი 39 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
ველოსიპედის გამტაცებლები
რეჟისორი: ვიტორიო დე სიკა; გამოშვების წელი: 1949; ხანგრძლივობა: 1 საათი 33 წუთი;
ყველაზე ლამაზი
რეჟისორი: ლუკინო ვისკონტი; გამოშვების წელი: 1951; ხანგრძლივობა: 1 საათი 48 წუთი;
ცხოვრება მშვენიერია
რეჟისორი: რობერტო ბენინი; გამოშვების წელი: 1998; ხანგრძლივობა: 1 საათი 56 წუთი;
გრძელი ნათელი დღეები
რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი; გამოშვების წელი: 2013; ხანგრძლივობა: 1 საათი 42 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
ახალი კინოთეატრი “პარადიზო”
რეჟისორი: ჯუზეპე ტორნატორე; გამოშვების წელი: 1988; ხანგრძლივობა: 2 საათი 53 წუთი;
ჰუგო
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე; გამოშვების წელი: 2011; ხანგრძლივობა: 2 საათი 6 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
12 განრისხებული მამაკაცი (თემატიკა – სამართალი)
რეჟისორი: სიდნი ლუმეტი; გამოშვების წელი: 1957; ხანგრძლივობა: 1 საათი 36 წუთი;
ნუ მოკლავ ჯაფარას (თემატიკა – ადამიანის უფლებები, რასიზმი)
რეჟისორი: რობერტ მულიგანი; გამოშვების წელი: 1962; ხანგრძლივობა: 2 საათი 9 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
რასიომონი (თემატიკა – ობიეტური რეალობა და მოვლენების სუბიეტური აღქმა)
რეჟისორი: აკირა კუროსავა; გამოშვების წელი: 1950; ხანგრძლივობა: 1 საათი 28 წუთი;
ხელმაკრატელა ედვარდი (თემატიკა – უცხოს მიმართ შიში)
რეჟისორი: ტიმ ბარტონი; გამოშვების წელი: 1990; ხანგრძლივობა: 1 საათი 45 წუთი;
ტრუმენის შოუ (თემატიკა – გამოგონილი რეალობა, სატელევიზიო სივრცე, რეალითი შოუ)
რეჟისორი: პიტერ უირი; გამოშვების წელი: 1998; ხანგრძლივობა: 1 საათი 43 წუთი;
ნატვრის ხე
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე; გამოშვების წელი: 1976; ხანგრძლივობა: 1 საათი 41 წუთი;
ვედრება
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე; გამოშვების წელი: 1967; ხანგრძლივობა: 1 საათი 11 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
რომეო და ჯულიეტა
რეჟისორი: ფრანკო ძეფირელი; გამოშვების წელი: 1968; ხანგრძლივობა: 2 საათი 18 წუთი;
მკვდარი პოეტების საზოგადოება
რეჟისორი: პიტერ უირი; გამოშვების წელი: 1989; ხანგრძლივობა: 2 საათი 8 წუთი;
სახიფათო ფიქრები
რეჟისორი: ჯონ ნ. სმიტი; გამოშვების წელი: 1995; ხანგრძლივობა: 1 საათი 39 წუთი;
სასტუმრო „გრანდ ბუდაპეშტი“
რეჟისორი: უეს ანდერსონი; გამოშვების წელი: 2014; ხანგრძლივობა: 1 საათი 39 წუთი;
ოქროს ციებ-ცხელება
რეჟისორი: ჩარლი ჩაპლინი; გამოშვების წელი: 1925; ხანგრძლივობა: 1 საათი 35 წუთი;
ახალი დროება
რეჟისორი: ჩარლი ჩაპლინი; გამოშვების წელი: 1936; ხანგრძლივობა: 1 საათი 27 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
რეჟისორი: მილოშ ფორმანი; გამოშვების წელი: 1975; ხანგრძლივობა: 2 საათი 13 წუთი;
პროფესია: რეპორტიორი
რეჟისორი: მიქელანჯელო ანტონიონი; გამოშვების წელი: 1975; ხანგრძლივობა: 2 საათი 1 წუთი;
გზა
რეჟისორი: ფედერიკო ფელინი; გამოშვების წელი: 1954; ხანგრძლივობა: 1 საათი 44 წუთი;
სასწავლო რესურსის ნახვა
თუ გსურთ საგანმანათლებლო პროცესში კინოხელოვნების გამოყენება – კინოკლუბის ან რამდენიმე ჩვენების ორგანიზება, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენ მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Facebook გვერდის https://www.facebook.com/FilmEducationInstitute ან ელ.ფოსტის info@filmeducation.ge საშუალებით.
ასევე, გთხოვთ მოგვწეროთ თქვენი სურვილები რესურსებთან დაკავშირებით. ბაზის განახლება გარკვეული პერიოდულობით ხდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ იგი თქვენს საჭიროებებზე იყოს მორგებული.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ “კინოგანათლების ინსტიტუტის” საქმიანობა არაკომერციულია და საიტზე განთავსებული რესურსების კომერციული მიზნით გამოყენება აკრძალულია.