კინოგანათლების ინსტიტუტიპროექტის შესახებ

კინოგანათლება

კინოგანათლების ინსტიტუტი კულტურის და განათლების ფონდისა და ეროვნული სასახლის მიერ დაარსებული კინოგანათლების ქართული პლატფორმაა, რომლის მიზანიც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდა აუდიტორიის განვითარება. ინტერდისციპლინარული მეთოდოლოგიის საფუძველზე შექმნილი საგანმანათლებლო რესურსები მოიცავს სასწავლო მასალებს, ვიდეოლექციებსა და ონლაინ სასწავლო კურსებს. რესურსები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის, თუმცა მათი კომერციული მიზანით გამოყენება აკრძალულია.

საიტი www.filmeducation.ge და მასზე განთავსებული, კულტურის და განათლების ფონდის მიერ შექმნილი, საგანმანათლებლო მასალები (ვიდეოლექციები, სასწავლო კურსები, მეთოდური მასალები) წარმოადგენს ა(ა)იპ კულტურის და განათლების ფონდის საკუთრებას. პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს “კულტურის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “კინოგანათლების ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდებისთვის” ფარგლებში.